Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოიცა სახელმძღვანელო "პროსტიტუცია, როგორც სოციალურად ნეგატიური მოვლენა და მისი განმარტების პრობლემა"

თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორების მიერ გამოიცა სახელმძღვანელო (ირაკლი დვალიძე, ლევან ხარანაული, გიორგი თუმანიშვილი, პროსტიტუცია, როგორც სოციალურად ნეგატიური მოვლენა და მისი განმარტების პრობლემა, სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2024, მოცულობა: 143). მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუციის განსაზღვრების პრობლემა საკმაოდ ხანდაზმულია და მრავალი აზრი არის გამოთქმული, პროსტიტუციის გარკვეული ნიშნების შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მაგალითად, რომელი სქესის წარმომადგენილია სექსუალური მომსახურების გამწევი, ვინ არის ამგვარი მომსახურების კლიენტი, რას გულისხმობს სქესობრივი მომსახურება, ანაზღაურება ყოველთვის ქმნის თუ არა პროსტიტუციას (მაგალითად, ცოლ-ქმარს შორის) და ა.შ.

 


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლით (პროსტიტუცია) პროსტიტუცია გადაცდომად არის მიჩნეული, თუმცა აღნიშნულ მუხლში მოცემული დისპოზიცია არ იძლევა პროსტიტუცის განსაზღვრებას, რაც სამართალშემფარდელს კონკრეტული ქმედების გადაცდომად კვალიფიკაციისას დიდ სირთულეს უქმნის. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს არც ერთი საკანონმდებლო აქტი პროსტიტუციის დეფინიციას არ იძლევა.

 


გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), 1432 (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) 253-ე (პროსტიტუციაში ჩაბმა), 254-ე (პროსტიტუციის ხელშეწყობა) და 408-ე (დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, ასევე ასკ-ის 1723 მუხლით (პროსტიტუცია) გათვალისწინებული გადაცდომის ნიშნად მოცემულია ტერმინი პროსტიტუცია, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის დროულად განისაზღვროს  პროსტიტუცია. 

 


აღნიშნული ნაშრომი, უპირველეს ყოვლისა, დიდ დახმარებას გაუწევს მოსამართლეებს, პროკურორებსა და სხვა პრაქტიკოს მუშაკებს ნორმაშეფარდებით საქმიანობაში. ეს კვლევა ასევე განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისა და პროსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

თარიღი: 23/09/2024